მაღლა


ინგრედიენტები

  1. მასალა ცომისთვის / . /
  2. ფქვილი / 1 / კგ
  3. მარგარინი / 2 შეფუთვა /
  4. გამაფხვიერებელი / 20 / გრ
  5. მაწონი / 1 ქილა (0,5 ლ.) / მლ
  6. მარილი / ნახევარი / ჩაის კოვზი
  7. მასალა შიგთავსისთვის: / . /
  8. ფქვილი / 500 / გრ
  9. შაქარი / 500 / გრ
  10. მარგარინი / 1 შეფუთვა /
  11. ვანილი / 2 გრ /

ვიდეო



მომზადების წესი

მოვამზადოთ სომხური ქადის ცომი:

  • ჯამში ჩავყაროთ ფქვილი.
  • დავამატოთ გამაფხვიერებელი და მარილი.
  • დავახეხოთ 2 შეფუთვა მარგარინი და ავურიოთ.
  • დავამატოთ მაწონი და მოვზილოთ მაგარი ცომი.
  • მიღებული ცომი გავყოთ 2 თანაბარ ნაწილად.
  • თითოეული ნაწილი შევფუთოთ ცელოფანში და ჩავდოთ მაცივარში 2 საათით.

მოვამზადოთ სომხური ქადის შიგთავსი:

  • 500 გრ. ფქვილი 500 გრ შაქარი და 1 გახეხილი მარგარინი ავზილოთ ერთმანეთში.
  • დავამატოთ ვანილი და ისევ ავზილოთ.
  • ცომი გავაბრთყელოთ.
  • ზემოდან დავდოთ შიგთავსი და დავახვიოთ რულეტივით.
  • სომხური ქადა გავყოთ პატარა ნაწილებად. ზემოდან წავუსვათ კვერცხი გული.
  • გამოვაცხოთ გაზქურაში.

ავტორი: aks75
ნანახია: 2012-ჯერ


Loading...

Loading...