მაღლა


ყველის ამოყვანა

ყველის ამოყვანა
 

ინგრედიენტები

  • 10 ლ. რძე
  • 2 ს.კ. კვეთი
  • 1 კონა ქონდარი

მომზადების პროცესი

ახალ მოწველილი რძე გავატაროთ საწურში დავდგათ დაბალ გაზზე ცოტა გავათბოთ



გაუკეთოთ 2 ს.კ. კვეთი


გავაჩეროთ ცოტახანი. 

 

რომ შედედდება ხის კოვზით  ავჭრათ.




ამოვწუროთ ცოტა შრატი.


 

ჩავაყაროთ ქონდარის ფოთლები.


 

და ხელით აურიოთ.





ცოტა თუ გაცივდა და ყველი აღარ იკვრება დავასხათ ადუღებული წყალი.


 

ყველი ჩავდოთ საწურში.



 

და ხელით დავპრისოთ.



 

და რამდენჯერმე  გადავატრიალოთ საწურში რომ ლამაზი ფორმა მიეცეს.







დავტოვოთ ერთი დღე ზემოდან მოვაყაროთ მარილი. მეორე დღეს ჩავდოთ წათხში.



 

გემრიელად მიირთვით!


ავტორი: likuna
ნანახია: 10475-ჯერ



Loading...

Loading...