მაღლა


ინგრედიენტები

  • ფენოვანი ცომი 
  • 1 კგ. ისპანახი
  • 2 თავი ხახვი
  • 80 გრ. ზეთი
  • ქინძი ოხრახუში
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

 

მომზადების პროცესი

 
ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ ოთხკუთხედის ფორმის (როგორც ფენოვან ხაჭაპურს ვაკეთებთ ).
 

 
მოვხარშოთ ისპანახი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში , ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ ზეთში დაუმატოთ ისპანახს, ასევე წვრილად დაჭრილი მწვანილები, მარილი და პილპილი გემოვნებით.
 
 
 
 
გამზადებული ისპანახის შიგთავსი ჩავდოთ ფენოვან ცომში.
 
 
 
 
 
შევახვიოთ სურვილისამებრ მე  ჭიამაიას  ფორმა მივეცი.
 
 
 
დავდოთ ჟარუნაზე და გამოვაცხოთ გაზქურაში დაახლოებით ნახევარი საათი, საშუალო გაზზე.
 
 
 
თუ სამარხოს არ აკეთებთ შეგიძლიათ ზემოდან კვერცხიც წაუსვათ.
 
 
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!
 
 
 

ავტორი: likuna
ნანახია: 8883-ჯერ



Loading...

Loading...