მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • 2კგ. ბადრიჯანი
  • 4 ც. ბულგარული მწიწაკა (წითელი და მწვანე)
  • 2 თავი ხახვი
  • 6 ც. პამიდორი
  • 200 გრ. ზეთი
  • მწვანილები: ქინძი, ოხრახუში
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების პროცესი

ბადრიჯანი გავთალოთ, დავჭრათ კუბიკებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ1 საათი, წვენს რომ გამოუვებს გავწუროთ და შევწვათ ზეთში.

ხახვი და ბულგარული მწიწაკა დავჭრათ ალყა-ალყა.


შევწვათ ზეთიან ტაფაში.






 

 მოხრაკულ ხახვს და ბულგარულს დაუმატოთ უკვე შემწვარი ბადრიჯანი.





ზემოდან მოვასხათ სახეხზე გახეხილი პამიდორი.


 

ცოტა  წამოვადუღოთ.



მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, მარილი და პილპილი გემოვნებით.







გემრიელად მიირთვით!


ავტორი: aks75
ნანახია: 10241-ჯერ



Loading...

Loading...