ბროკოლის და ყვავილობანი კომბოსტოს სალათა

ინგრედიენტები
- ბროკოლი / 400 / გრ
- ყვავილოვანი კომბოსტო / 400 / გრ
- პომიდორი / 5-6 / ცალი
- ნიორი / 3-4 / კბილი
- მწვანე ხახვი / 30 / გრ
- კამა / 10 / გრ
- ქინძი / 10 / გრ
- ოხრახუში / 10 / გრ
- ზეითუნის ზეთი / 100 / მლ
- ლიმონი / 1 / ცალი
- სოიოს სოუსი / 2 / ჩაის კოვზი
- სელის მარცვალი / 1 / სუფრის კოვზი
- მარილი პილპილი / გემოვნებით /
ნაბიჯი №2
- ბროკოლი და ყვავოლოვანი კომბოსტო დავყოთ ყვავილებად და მოვათავსოთ მდუღარე მარილწყალში. მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ 3 წუთი.
- მოხარშული ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო დავჭრათ და მოვათავსოთ სასალათეში.
- დავამატოთ დაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მწვანილები. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვასხათ ბროკოლის სალათის სოუსი.
სოუსის მომზადება:
- ნიორი ჩავჭყლიტოთ დავამატოთ ზეითუნის ზეთი, სოიოს სოუსი და სელის მარცვალი.
- ყველა ინგრედიენტი ავურიოთ.
- ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა მზადაა!
ავტორი:
aks75
ნანახია: 19668-ჯერ
Loading...