მაღლა


ინგრედიენტები

  1. ქათმის ფილე / 400 / გრ
  2. ყვავილოვანი კომბოსტო / 400 / გრ
  3. მაიონეზი / 200 / გრ
  4. კვერცხი / 2 / ცალი
  5. ბულგარული წიწაკა (წითელი) / 1 / ცალი
  6. პომიდორი (კონსერვირებული) / 200 / გრ
  7. მწვანე ხახვი / 20 / გრ
  8. ქინძი / 10 / გრ
  9. ოხრახუში / 10 / გრ
  10. ხახვი / 1 / თავი


ნაბიჯი №1
საჭირო მასალა

ნაბიჯი №2

ხახვი დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში დაბალ ცეცხლზე. დავამატოთ ტომატი და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 10 - 15 წუთი. მიღებული მასა გავაციოთ.


ნაბიჯი №3

ქათმის ფილე, კვერცხი და ყვავილოვანი კომბოსტო მოვხარშოთ, დავჭრათ და გავაციოთ. ბულგარული წიწაკა, წმვანე ხახვი და მწვანილი დავჭრათ წვრილად. ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ სასალათეში, მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი და ავურიოთ. გემრიელი სალათა მზადაა!

რეცეპტის ვიდეო ვერსია იხილეთ ამ ბმულზე!


ავტორი: aks75
ნანახია: 9265-ჯერ


Loading...

Loading...