მაღლა


ინგრედიენტები

  1. ბროკოლი / 600 / გრ
  2. ქათმის ფილე / 300 / გრ
  3. ქამა სოკო / 200 / გრ
  4. ხახვი / 1 / თავი
  5. მაიონეზი / 150 / გრ
  6. ყველი / 100 / გრ
  7. ბულგარული წიწაკა (წითელი) / 1 / ცალი
  8. მწვანე ხახვი / 20 / გრ
  9. სელის მარცვალი / გემოვნებით /


ნაბიჯი №1
ბროკოლი ჩავდოთ მდუღარე წყალში და ვადუღოთ 3 წუთის განმავლობაში. ამოვიღოთ წყლიდან და გადავდოთ.

ნაბიჯი №2
ბოსტნეული დავჭრათ.

ნაბიჯი №3
ქამა სოკო მოვშუშოთ ხახვთან ერთად.

ნაბიჯი №4
ქათმის ფილე მოვხარშოთ, დავჭრათ და მოვათავსოთ სასალათეში. დავამატოთ სოკო.

ნაბიჯი №5
დამამატოთ ბულგარული.

ნაბიჯი №6
პატარა კუბიკებად დაჭრილი ყველი,

ნაბიჯი №7
ბროკოლი.

ნაბიჯი №8
წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მოვასხათ მაიონეზი.

ნაბიჯი №9
მოვაყაროთ შავი პილპილი და სელის მარცვალი. ავურიოთ.

ნაბიჯი №10
გემრიელი სალათა მზადაა!

ავტორი: aks75
ნანახია: 10162-ჯერ


Loading...

Loading...