მაღლა


ინგრედიენტები

  1. ყვავილოვანი კომბოსტო / 2 / კგ
  2. ბულგარული წიწაკა (წითელი) / 1 / კგ
  3. სტაფილო / 1 / ცალი
  4. ნიორი / 2 / თავი
  5. წყალი / 1,5 / ლ
  6. შაქარი / 200 / გრ
  7. მარილი / 2 / სუფრის კოვზი
  8. ზეთი (რაფინირებული) / 200 / მლ
  9. ძმარი / 200 / მლ
  10. დაფნის ფოთოლი / 5-6 / ცალი
  11. შავი პილპილი / 30 / გრ


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრედიენტები.

ნაბიჯი №2
ყვავილოვანი კომბოსტო დავყოთ ნაწილებად.

ნაბიჯი №3
ჩავყაროთ ადუღებულ წყალში. მივიყვანოთ ადუღებამდე და ვხარშოთ 2 წუთის განმავლობაში..

ნაბიჯი №4
შემდეგ მოვათავსოთ ცივ წყალში 2 წუთით.

ნაბიჯი №5
ყვავილოვანი კომბოსტო დავყოთ ყვავილებად.

ნაბიჯი №6
ბულგარულ წიწაკას მოვაჭრათ კუდევი, ამოვასუფთაოთ და დავჭრათ რგოლებად.

ნაბიჯი №7
ჩავყაროთ მდუღარე წყალში, მივიყვანოთ ადუღაბამდე და

ნაბიჯი №8

2 წუთის შემდეგ მოვათავსოთ ცივ წყალში 2-3 წუთით.


ნაბიჯი №9

1 ან 0,5 ლ. სტერილურ ქილებში ჩავდოთ 2-3 კბილი ნიორი, 1-2 დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები (5-6) ცალი.


ნაბიჯი №10
ქილებში ჩავალაგოთ ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა და დაჭრილი სტაფილო.

ნაბიჯი №11
მოვამზადოთ მარინადი: წყალი ჩავასხათ ქვაბში. ჩავყაროთ მარილი.

ნაბიჯი №12
ჩავყაროთ შაქარი.

ნაბიჯი №13
ჩავასხათ ზეთი.

ნაბიჯი №14
და მივიყვანოთ ადუღებამდე. მოვურიოთ.

ნაბიჯი №15
დავამატოთ ძმარი, გადმოვდგათ ცეცხლიდან.

ნაბიჯი №16
დავახუროთ თავსახური. და დავტოვოთ 10 წუთი.

ნაბიჯი №17
მარინადი ჩავასხათ ქილებში.

ნაბიჯი №18
ყვავილოვანი კომბოსტო ზეთით და ძმრით გავასტერილოთ 15 წუთის განმავლობაში.

ნაბიჯი №19

დავხუფოთ. ქილა ამოვაბრუნოთ, შევფუთოთ და დავტოვოთ 24 საათის განმავლობაში.


ავტორი:
ნანახია: 10579-ჯერ


Loading...

Loading...