მაღლა


ინგრედიენტები

  1. პამიდორი / 5 / კგ
  2. წითელი წიწაკა / 0,5 / კგ
  3. ბულგარული წიწაკა (წითელი) / 1,5 / კგ
  4. ვაშლი / 3 / ცალი
  5. შაქარი / 100 / გრ
  6. მარილი / 2 / სუფრის კოვზი
  7. ძმარი / 100 / მლ
  8. ხახვი / 0,5 / კგ
  9. უცხო სუნელი / 1 / სუფრის კოვზი
  10. ხმელი ქინძი / 1 / სუფრის კოვზი


ნაბიჯი №1
წითელი წიწაკა გავრეცხოთ და ამოვაცალოთ თესლი.

ნაბიჯი №2
წითელი ბულგარული წიწაკა კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვაწყვიტოთ ყუნწი და ამოვაცალოთ თესლი. პამიდორი დავჭრათ 4 ნაწილად. ხახვი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და გავაშროთ. ვაშლი გავრეცხოთ და დავჭრათ 4 ნაწილად.

ნაბიჯი №3

პამიდორი, წითელი წიწაკა, ბულგარული წიწაკა, ვაშლი, და ხახვი გავატაროთ ბლენდერში.


ნაბიჯი №4

ნაბიჯი №5
პამიდორი მოვათავსოთ ჯამში და დავდგათ ცეცხლზე.

ნაბიჯი №6
დავამატოთ გატარებული წითელი წიწაკა, ბულგარული წიწაკა, ვაშლი და ხახვი.

ნაბიჯი №7
მოვაყაროთ შაქარი, მარილი, უცხო სუნელი და ხმელი ქინძი.

ნაბიჯი №8
მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ 1 სთ და 20 წთ. დროდადრო ვურიოთ რომ არ მიიწვას.

ნაბიჯი №9
ბოლოს დავამატოთ ძმარი და მოურიოთ.

ნაბიჯი №10
ჩავასხათ ცხელი კეტჩუპი სტერილურ ქილებში

ნაბიჯი №11
და მოვხუფოთ სტერილური ხუფებით.

ნაბიჯი №12
გადმოვაბრუნოთ ქილები თავით ქვემოთ

ნაბიჯი №13
და შევფუთოთ სქელ გადასაფარებელში.

ნაბიჯი №14
გემრიელი კეტჩუპი მზადაა!! გემრიელად მიირთვით.

ავტორი: aks75
ნანახია: 40648-ჯერ


Loading...

Loading...