გარგარის მურაბა

ინგრედიენტები
- 4 კგ. გარგარი
- 4 კგ. შაქარი
- 1 ლ. წყალი
- 1პ. ვანილი
ვიდეო
მომზადების პროცესი
გარგარს ამოვაცალოთ კურკები.
წინასწარ მოვამზადოთ სიროფი, წყალში ჩავყაროთ შაქარი და წამოვადუღოთ გაზზე ცოტახანს. ჩავყაროთ გარგარი შიგნით და 2 წუთი წამოვადუღოთ.

გადმოვდგათ გაზიდან გავაციოთ და ისევ წამოვადუღოთ 3-4 წუთი, ისევ გავაციოთ და ვადუღოთ სანამ მზად არ იქნება. ბოლოს დავაყაროთ ვანილი.

გადავითანოთ ქილებში და შევინახოთ ზამთრისთვის გრილ ადგილას.
გემრიელად მიირთვით!
ავტორი:
likuna
ნანახია: 43607-ჯერ
Loading...