ინგრედიენტები
- 1 ჭიქა ფქვილი.
- 1 ჭიქა მანის ბურღული.
- 1 ჭიქა შაკარი
- კარაქი 150 გრ.
- ვაშლი - 1 - 1,5 კგ.
- ნახევარი ჩ.კ "რაზრიხლიტელი"
მომზადების პროცესი
თასში ჩავყაროთ ფქვილი, შაქარი, მანის ბურღული და რაზრიხრიტელი. კარგად აურიოთ. (ეს არის 1 ფენა)
ვაშლი გავხეხოთ. (2 ფენა)
ყალიბში ჩავყაროთ ფენა N1 გავასწოროთ კოვზით.
ზემოდან დავალაგოთ გახეხილი ვაშლი
და ისევ გავიმეოროთ.
ბოლოს ვაშლის ფენაზე დავალაგოთ დაჭრილი კარაქი.
შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე და ვაცხოთ 40- 50 წუთი.
რომ გამოცხვება ვაცადოთ გაცივება და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!
ავტორი:
aks75
ნანახია: 38439-ჯერ
Loading...