მაღლა


ინგრედიენტები

  1. კალაბაში / 1 / კგ
  2. ჯანჯაფილი / 50 / გრ
  3. ხახვი / 1 / თავი
  4. პომიდორი / 2 / ცალი
  5. ბულგარული(წითელი) / 1 / ცალი
  6. მწვანე წიწაკა / 1/2 / ცალი
  7. ქინძი, ოხრახუში, კამა / 30 / გრ
  8. ნიორი / 2 / კბილი
  9. ხმელი ზაფრანა / 1 / ჩაის კოვზი
  10. ხმელი ქინძი / 1 / ჩაის კოვზი

ვიდეო



მომზადების წესი

კალაბაში - ბოთლისებრი გოგრა (Lagenaria siceraria) ფართოდ იწარმოება მსოფლიოს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. კალაბაშის მოშინაურება - მოყვანა აფრიკასა და ამერიკაში დაწყებულია 8000-9000 წლის წინ. არსებობს კალაბაშის საკვებად გამოყენებადი და გამოუყენებადი ჯიშები. კულინარიული მიზნებისთვის კალაბაში ფართოდ გამოიყენება აზიის, აფრიკის და ცენტრალურ ამერიკის ქვეყნების ტრადიციულ სამზარეულოებში. მსოფლიოს წამყვანი კულინარების აზრით კალაბაში კერძს ანიჭებს ეგრეთწოდებულ „რბილ არომატს“. კალაბაში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დაბალკალორიულ ბოსტნეულად, რის გამოც დიეტოლოგების მიერ რეკომენდირებულია წონის კონტროლის პროგრამებში. კაცობრიობამ საუკუნეების მანძილზე კულინარიული მიზნებისთვის სხვადასხვა არომატის და ფორმის კალაბაშის ჯიში გამოიყვანა. საქართველოში უცნობი ეგზოტიკური ხილის და ბოსტნეულის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში აზიაში და ინდოეთში პოპულარული კალაბაშის ჯიშების წარმოება დაიწყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ეგზოტიკური ხილისა და ბოსტნეულის კომპანია „ლოლაძეების ფერმა“-ში. „ლოლაძეების ფერმა“-ში ორგანული სასუქით წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი კალაბაში იყიდება ჰიპერმარკეტ აგროჰაბში.


ნაბიჯი №1
  • ჯანჯაფილი გავთალოთ და გავხეხოთ საშუალო ზომის სახეხზე  
  • კანგაცლილი კალაბაში დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად.
  • ტაფაში ჩავასხათ ცოტა ზეთი, ჩავდოთ ჯანჯაფილი ჩავყაროთ ზაფრანა და ავურიოთ.
  • დავამატოთ ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი და მწვანე წიწაკა.
  • ვშუშოთ 3 წუთი დაბალ ცეცხლზე.
  • შემდეგ ტაფაში ჩავდოთ დაჭრილი კალაბაში, დავაფაროთ თავსახური და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი.
  • შემდეგ დავამატოთ კანგაცლილი და პატარა კუბებად დაჭრილი პომიდორი.
  • დავაფაროთ თავსახური. ვშუშოთ კიდევ 10-15 წუთი.
  • მოვაყაროთ ხმელი ქინძი, მარილი, შავი პილპილი. ავურიოთ.
  • ბოლოს დავამატოთ დაჭრილი მწვანილი და ნიორი.  

ავტორი: aks75
ნანახია: 448-ჯერ


Loading...

Loading...