ინგრედიენტები
ქათამი 1 ცალი
ხახვი 2-4 თავი
2 კბილი ნიორი
პამიდორი 1 კგ (ან ტომატის პასტა)
3 ს.კ ერბო ან კარაქი
2 დაფნის ფოთოლი
ქინძი და კამა
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების პროცესი
ქათამი გავასუფთაოთ და დავჭრათ ნეჭრებად.
ჩავაწყოთ ქვაბში ჩავდოთ 3 სუფრის კოვზი ერბო, დაფნის ფოთოლი, დავაფაროთ თავსახური და დავდგათ დაბალ გაზზე.
გამოიღებს თავის წვენს და რომ ჩაითუთქება მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავახუროთ თავსახური და ვთუშოთ კიდევ 4-5 წუთი.
შემდაეგ დაუმატოთ ტომატ პასტა, მარილი და პილპილი გემოვნებით. (თუ წვენი დაუშრა ადუღებული წყლის დასხმაც შეიძლება).
ბოლოს წვრილად დაჭრილი მწვანილები და დაჭყლეტილი ნიორი გაუკეთოთ.
გემრიელად მიირთვით!
ავტორი:
likuna
ნანახია: 34516-ჯერ
Loading...