ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.
ნაბიჯი №2
ადუღებულ სიროფში ჩავყაროთ ჟოლო, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ 2 წუთი. ხარშვის დროს მოვხადოთ ქაფი.
ნაბიჯი №3
გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.
ნაბიჯი №4
რომ გაცივდება დავდგათ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ 2 წუთის განმავლობაში. პროცედურა გავიმეოროთ 3 ჯერ. ბოლოს დავამატოთ ვანილი, ავურიოთ. ცხელი ჟოლოს მურაბა ჩავასხათ სტერილურ ქილებში და მოვუკრათ თავი