მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • ფარში 500 გრ
  • ხახვი 1 ცალი
  • კარტოფილი 8-10 ცალი
  • ყველი 100-150 გრ
  • კვერცხი 2-3 ცალი
  • მარილი, პილპილი.
  • არაჟანი ან მაიონეზი 200 გრ
  • საფანელი 10 გრ

მომზადების პროცესი

კარტოფილი გავფცქნათ და მოვხარშოთ მარილიან წყალში. მოხარშული კარტოფილი ჩავჭყლიტოთ. მზა პიურეში დავამატოთ კვერცხი და აურიოთ.

 

ცეცხლგამძლე ჭურჭელზე წაუსვათ ზეთი

 

 

და დავაყაროთ საფანელი.

 

 

ჩავდოთ პიურეს ნახევარი და გავასწოროთ კოვზით.

 

 

 

ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი.

 

 

 

ყველის ფენაზე ჩავდოთ ხახვთან ერთად შემწვარი ფარში.

 

 

ზემოდან ჩავდოთ პიურეს დარჩენილი ნაწილი და გავასწოროთ.

 

 

ბოლოს დავასხათ არაჟანი ან მაიონეზი, გავასწოროთ და მოვაყაროთ საფანელი.

 

 

 

 

მობრაწულა შევდგათ გაზქურაში და მოვბრაწოთ 180 გრადუსზე 40 - 50 წუთი.

 

 

მზა კერძი გადმოვიღოთ გაზქურიდან და დავაფაროთ ფოლგა. დავტოვოთ 10 - 15 წუთის განმავლობაში.

 

 

 

 

გემრიელად მიირთვით!


ავტორი: aks75
ნანახია: 15197-ჯერ



Loading...

Loading...