მაღლა


ინგრედიენტები

  • ხაჭო -750 გრ
  • არაჟანი - 150 გრ
  • კარაქი 100 გრ (ოთახის ტემპერატურის)
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 200 გრ
  • შოკოლადი 1 პლიტკა
  • ვანილი 1 პაჩკა
  • ცუკატები 150 გრ
  • ქიშმიში 150 გრ
  • ნიგოზი 150 გრ

მომზადების პროცესი



ქიშმიში და ცუკატები გავრეცხოთ და გავამშრალოთ.








შოკოლადი გავხეხოთ.


ხაჭო გავატაროთ საცერში 2 ჯერ.

ხაჭო, არაჟანი, კარაქი, კვერცხი, ვანილი და შაქარი ავთქიფოთ მიქსერით.







დავამატოთ 100 გრ ცუკატები, 100 გრ. ქიშმიში, დაბლენდერებული ნიგოზი და გახეხილი შოკოლადი.






მოურიოთ.




საწურში დავაფინოთ 4 ჯერ ჩაკეცილი მარლა, ჩავასხათ ხაჭოს პასკის მასალა, ზემოდან გადავაფაროთ მარლა.

მარლაზე ზემოდან დავაფაროთ თეფში და დავადოთ სომძიმე.

შევდგათ მაცივარში 15-20 საათით, რომ გაიწუროს.

20 საათის შემდეგ პასკა მზად არის. მზა ხაჭოს პასკა გააფორმეთ დარჩენილი ცუკატებით, ქიშმიშით და შოკოლადით.







გემრიელად მიითვით!


ავტორი: aks75
ნანახია: 10084-ჯერ



Loading...

Loading...