მაღლა


ინგრედიენტები

  1. ბროკოლი / 500 / გრ
  2. ქათმის ბარკალი / 1 / ცალი
  3. ხახვი / 3 / თავი
  4. სტაფილო / 2 / ცალი
  5. კარტოფილი / 1 / კგ
  6. ოხრახუში / 20 / გრ
  7. ქინძი / 20 / გრ
  8. ნიორი / 3 / კბილი
  9. მარილი / გემოვნებით. /


ნაბიჯი №1
ქათმის ბარკალი მოვათავსოთ ქვაბში და ავადუღოთ.

ნაბიჯი №2
რომ ადუღდება გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავაქციოთ წყალი, გავრეცხოთ ბარკალი და ისევ დავდგათ მოსახარშად.

ნაბიჯი №3
ვხარშოთ 20 წუთი. შემდაგ ბარკალი ამოვღოთ ბულიონიდან და გადავდოთ.

ნაბიჯი №4
ხახვი მოვშუშოთ ზეთში.

ნაბიჯი №5

3 წუთის შემდეგ დავამატოთ სტაფილო. ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.


ნაბიჯი №6

ქათმის ბულიონში ჩავდოთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ჩავყაროთ მარილი და ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში. 20 წუთის შემდეგ დავამატოთ მოშუშული სტაფილო და ხახვი.


ნაბიჯი №7
შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ქათმის ბარკალი. ვხარშოთ 5 წუთი.

ნაბიჯი №8
5 წუთის შემდეგ დავამატოთ ყვავილებად დაჭრილი ბროკოლი, მწვანილი და ნიორი.

ნაბიჯი №9
ვხარშოთ კიდევ 5 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

ნაბიჯი №10
გემრიელი ბროკოლის სუპი ქათმით მზადაა!

ავტორი: aks75
ნანახია: 1555-ჯერ


Loading...

Loading...