ინგრედიენტები
- 10 ცალი კარტოფილი
- 2- 3 სტაფილო
- 2 - 3 ცალი ვაშლი
- 2 თავი ხახვი
- 2 - 3 ცალი ბოლოკი
- 2 კბილი ნიორი
- 2 - 3 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
- 300 გრ. ყვავილოვანი კომბოსტო
- 400 გრ ყველი
- 200 გრ ნაღები (სლივკი)
- აჯიკა გემოვნებით
- მწვანილები - ოხრახუში, ქინძი
- მარილი გემოვნებით
მომზადების პროცესი
გავთალოთ კართოფილი
დავჭრათ სიგრძეზე ან რგოლებად
ჟარუნზე წაუსვათ ზეთი დავალაგოთ კართოფილი
წინასწარ დავჭრათ ბოსტნეული რგოლებად
სტაფილო, ბოლოკი და ყვავილოვანი კომბოსტო 5 წუთი წამოვხარშოთ
და ეს ყველაფერი დავაყაროთ ფენებად კარტოფილს - წითელი ბულგარული წიწაკა და ყვავილოვანი კომბოსტო
შემდეგ ვაშლი
ხახვი , სტაფილო , ბოლოკი, ნიორი, მარილი
აჯიკა
გახეხილი ყველი
მოვასხათ ზემოდან ნაღები და ცოტა მწვანილები შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად 45 წუთი
როცა მზად იქნება მოვაყაროთ დარჩენილი მწვანილები ზემოდან
გემრიელად მიირთვით!
ავტორი:
likuna
ნანახია: 19937-ჯერ
Loading...