მაღლა


ინგრედიენტები

  1. ბადრიჯანი / 2 / კგ
  2. ბულგარული / 5-6 / ცალი
  3. ხახვი / 3-4 / თავი
  4. სტაფილო / 3 / ცალი
  5. ქათმის ფილე / 300 / გრ
  6. ყველი / 250 / გრ
  7. პამიდორი / 4 / ცალი
  8. კვერცხი / 4 / ცალი
  9. მაიონეზი / 200 / გრ
  10. ფქვილი / 1 / სუფრის კოვზი
  11. მწვანილი: ქინძი, ოხრახუში / 1 / კონა
  12. წითელი ბულგარილი / 1 (გასაფორმებლად) / ცალი


ნაბიჯი №1
ბადრიჯანი დავჭრათ კუბიკებად მოვათავსოთ თასში, მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ 40-50 წუთით, რომ წვენი გამოუშვას

ნაბიჯი №2
ტაფაში დავასხათ ზეთი. შევწვათ წვრილად დაჭრილი ხახვი, ბულგარული და სტაფილო

ნაბიჯი №3
ბოსტნეული შევწვათ ნახევრად მზადყოფნამდე და დავამატოთ დაჭრილი, კანგაცლილი პამიდორი.

ნაბიჯი №4
მოურიოთ და შევწვათ სითხის გამოშრობამდე.

ნაბიჯი №5
ბადრიჯანი გადმოვწუროთ და შევწვათ ზეთში.

ნაბიჯი №6
ქათმის ფილე დავჭრათ

ნაბიჯი №7
და შევწვათ ზეთში.

ნაბიჯი №8
კვერცხი ავთქიფოთ.

ნაბიჯი №9
დავამატოთ მაიონეზი და ფქვილი. კარგად მოურიოთ.

ნაბიჯი №10
ყველი გავხეხოთ.

ნაბიჯი №11
ყველა ინგრიდიენტი მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ყალიბში.

ნაბიჯი №12

პირველი ფენა: დავალაგოთ შემწვარი ბადრიჯანი, ზემოდან მოვაყაროთ ქათმის ფილე და დაჭრილი ნიორი.


ნაბიჯი №13
ზემოდან დავაყაროთ შემწვარი ბოსტნეული.

ნაბიჯი №14
და მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი მაიონეზით.

ნაბიჯი №15
მობრაწულა შევდგათ გახურებულ გაზქურაში და ვბრაწოთ 200°C 40 წუთის განმავლობაში.

ნაბიჯი №16
ბოსტნეულის მობრაწულა გადმოვიღოთ

ნაბიჯი №17

და მოვაყაროთ გახეხილი ყველი, წვრილად დაჭრილი და ბულგარული.


ნაბიჯი №18

ისევ შევდგათ გაზქურაში და ვბრაწოთ 20 წუთი. მზა მობრაწულას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. გემრიელად მიირთვით!


ავტორი: likuna
ნანახია: 10203-ჯერ


Loading...

Loading...