კომბოსტოს ღვეზელი მაწვნის ცომით

ინგრედიენტები
- კვერცხი / 3 / ცალი
- მაწონი / 1 ჭიქა /
- ფქვილი / 3/4 ჭიქა /
- მარილი, პილპილი / გემოვნებით /
- გამაფქვიერებელი / 1 / ჩაის კოვზი
- ახალი კომბოსტო / 1 / თავი
ნაბიჯი №1
- კომბოსტო დავჭრათ წვრილად. მოვთუშოთ ტაფაზე ნახევრადმ ზადყოფნამდე. მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
- ჯამში მოვათავსოთ 1 კვერცხი, ფქვილი, მაწონი და გამაფქვიერებელი. დავამატოთ 1 მწიკვი მარილი და ავურიოთ. მოვზილოთ საშუალო კონსისტენციის ცომი. ცალკე ავთქვიფოთ დარჩენილი 2 კვერცხი.
- ნახევარი ცომი მოვათავსოთ ცეცხლგამძლე და ცხიმწასმულ ჭურჭელში. ზემოდან დავდოთ კომბოსტოს შიგთავსი. შემდეგ მოვასხათ ათქვეფილი 2 კვერცხი. ზემოდან მოვასხათ დარჩენილი ცომი.
ავტორი:
aks75
ნანახია: 4363-ჯერ
Loading...