მაღლა


ინგრედიენტები

500 მლ. თბილი წყალი

1 ჩ.კ. საფუარი

1 ჩ.კ. მარილი

1 ჩ.კ. შაქარი

4 ს.კ. ზეთი

4 ს.კ. ძმარი

500 გრ. მარგარინი უსტამი

1,3 კგ. ფქვილი

ვიდეო


მომზადების პროცესი

თასში ჩავასხათ თბილი წყალი.

 

 

ჩავყაროთ  მარილი, შაქარი, დროჟი, ზეთი და  ძმარი.

 

 

 დავაყაროთ ფქვილი  ნელ -ნელა და მოვზილოთ ფაფუკი ცომი, რომ ხელზე არ უნდა გვეკრობოდეს.

 

 

დავასვენოთ ცომი 15 წუთი.

 

 

დავაფაროთ ზემოდან თასი.

 

 

დასვენებული ცომი გავაბრტყელოთ მრგვლად. ნახევარზე წაუსვათ მთლიანად უსტამი.

 

 

გადმოვკეცოთ ნახევრად მთვარისებურად.

 

 

 გავაბრტყელოთ  და მივცეთ ოთხკუთხედი ფორმა.

 

 

დავკეცოთ კონვერტისებურად.

 

 

მოვატრიალოთ სიგრძეზე ცომი.

 

 

მოვაყაროთ ცოტა ფქვილი.

 

 

 და რასაც შევძლებთ ვაბრტყელოთ.

 

 

 და თანდათანობით ვახვიოთ რულეტივით.

 

 

 მივიღებთ ესეთი ფორმის ცომს.

 

 

 როცა მთლიანად არ მჭირდება მე ცომს რამდენიმე ნაწილად ვყოფ და ისე ვინახავ საყინულეში.

 

 

  ცომი უნად შევახვიოთ პოლიეთილენის პარკებში და ისე შევინახოთ საყინულეში, დაახლოებით 2 საათი. (როცა დაგვჭირდება გამოვიღოთ წინასწარ და დაველოდოთ ცომის დარბილებას.)

 

 

გემრიელად მიირთვით!

Сохранить


ავტორი: likuna
ნანახია: 106786-ჯერ



Loading...

Loading...