მაღლა


ინგრედიენტები

  1. ყვავილოვანი კომბოსტო / 500 / გრ
  2. ყაბაყი / 500 / გრ
  3. ქათმის ბულიონი / 200 / მლ
  4. რძე / 200 / მლ
  5. კარაქი / 50 / გრ
  6. კვერცხის გული / 1 / ცალი
  7. მარილი / გემოვნებით /
  8. ნიორი / 3 / კბილი


ნაბიჯი №1
მდუღარე წყალში მოვათავსოთ დაჭრილი ყაბაყი. ვხარშოთ 10 წუთი.

ნაბიჯი №2
შემდეგ ჩავდოთ დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო და ვხარშოთ კიდევ 10 წუთი.

ნაბიჯი №3
ბოსტნეული ამოვიღოთ წყლიდან.

ნაბიჯი №4

ცალკე ქვაბში ჩავასხათ ქათმის ბულიონი. დავამატოთ რძე, ქათმის გული და კარაქი.


ნაბიჯი №5
დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. კარგად ავურიოთ.

ნაბიჯი №6
რომ ადუღდება ჩავდოთ მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო და ყაბაყი. ვშუშოთ 2-3 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

ნაბიჯი №7
დავაბლენდეროთ.

ნაბიჯი №8
გემრიელი კრემ-სუპი ყაბაყით და ყვავილოვანი კომბოსტოთი მზადაა!

ავტორი: aks75
ნანახია: 797-ჯერ


Loading...

Loading...