შემწვარი ბადრიჯანი მაიონეზში

ინგრედიენტები
- ბადრიჯანი / 4 / ცალი
- მაიონეზი / 200 / მლ
- ცივი წყალი / ნახევარი ჭიქა /
- ხმელი ქინძი / ნახევარი / ჩაის კოვზი
- უცხო სუნელი / ნახევარი / ჩაის კოვზი
- ზაფრანა / 1 / ჩაის კოვზი
- ნიორი / 2 / კბილი
- წითელი წიწაკა / დანის წვერზე /
- ქინძი / 20 / გრ
მომზადების წესი
- ბადრიჯანი დავჭრათ გრძლად, მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 20–30 წუთი.
- შემდეგ გავწუროთ ხელით და შევწვათ ზეთში.
- მოვამზადოთ სოუსი: ჯამში ჩავასხათ მაიონეზი. დავამატოთ წყალი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა, წითელი წიწაკა და წვრილად დაჭრილი ნიორი. ავურიოთ. ბადრიჯანს მოვასხათ მაიონეზის სოუსი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ავურიოთ.
- გემრიელად მიირთვით!
ავტორი:
magdalina
ნანახია: 35156-ჯერ
Loading...