მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • 2 კგ. ყაბაყი
  • 1 კგ. ხორცის ფარში
  • 5 ცალი პამიდორი
  • 400 მლ. მაიონეზი
  • 300 გრ. ყველი
  • 4 კბილი ნიორი
  • ოხრახუში
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების პროცესი

 
ყაბაყი დავჭერათ მრგვლად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 1 საათის განმავლობაში, წვენს რომ გამოუშვებს გავწუროთ, ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ფარშს დაუმატოთ მარილი პილპილი და ნიორი.
 

 
ყალიბში პირველი ფენა ყაბაყი ჩავალაგოთ და დაჭყლეტილი ნიორი წაუსვათ.
 
 
 
 
ზემოდან ფარში მოვაყაროთ.
 
 
 
 
ფარშს მაიონეზი წაუსვათ.
 
 
 
 
 პამიდორს მოვაცალოთ კანი. დავჭერათ მრგვლად და დავალაგოთ მაიონეზის ფენაზე.
 
 
 
 
 
პამიდორს ისევ მაიონეზი წაუსვათ. ზემოდან კიდევ ერთი ფენა ყაბაყი დავალაგოთ.
 
 
 
 
შევდგათ გაზქურაში და ვაცხოთ 180-200 გრადუსზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
 
 
 
 
მზა კერძს მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ვაცხოთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში.
 
 
 
 
ბოლოს მობრაწულას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
 
 
 
 
 
 გემრიელად მიირთვით!

ავტორი: likuna
ნანახია: 21797-ჯერ



Loading...

Loading...