მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • 6 ცალი ბადრიჯანი
  • 200 გრ. ბრინჯი 
  • 5-6 ცალი კარტოფილი
  • 3-4 ცალი სტაფილო
  • 3-4 ცალი ბულგარული მწიწაკა
  • 3-4 თავი ხახვი
  • 1 კგ. პამიდორი
  • ოხრახუში, ქინძი
  • 4 კბილი ნიორი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების პროცესი

 

ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავჭრათ შუაზე ისე რომ ბოლომდე არ ჩავჭრათ.
 
 
 
 
შუა გული დანით ამოვჭრათ.
 
 
 
 
 
 
 
წინასწარ მოვამზადოთ შიგთავსი: ბრინჯი მოვხარშოთ, კარტოფილი პატარა კუბიკებად დაჭრილი შევწვათ, ხახვი, ბულგარული და სტაფილოც ერთად ზეთში მოვშუშოთ.
 
 
 
 
ყველაფერი ერთმანეთში შეურიოთ და ცოტა მწვანილებიც გაუკეთოთ, მარილი და პილპილი გემოვნებით.
 
 
 
 
გამზადებული შიგთავსი ჩავდოთ ბადრიჯანში.
 
 
 
 
 
ჩავალაგოთ ზეთიან ტაფაში და დავდგათ დაბალ გაზზე. 
 
 
 
 
ორივე მზარეს ცოტა შევწვათ  (ისე რომ არ დაგვეწვას).
 
 
 
 
პამიდორს მოვაცალოთ კანი, გავხეხოთ სახეხზე და დავასხათ ბადრიჯანს ზემოდან, დავაჭყლიტოთ ნიორი, დავახუროთ თავსახური და  დავტოვოთ დაბალ გაზზე. 
 
 
 
გამზადებულს ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილები და ცოტა მარილი.
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!
 

ავტორი: likuna
ნანახია: 24369-ჯერ



Loading...

Loading...