მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • 500-600 გრ. ბადრიჯანი
  • 4-5 ცალი სტაფილო
  • 4-5 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 4-5 ცალი თავი ხახვი
  • 4-5 ცალი კარტოფილი
  • 1 კგ. პამიდორი
  • მწვანილები: ქინძი, ოხრახუში , რეჰანი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

ვიდეო


მომზადების პროცესი

 

 
ბადრიჯანი გავთალოთ, დავჭრათ პატარა კუბიკებად მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 1 საათი, რომ წვენი გამოუშვას.
 
 
 
 
 სტაფილო, ხახვი და ბულგარული წიწაკა დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
 
 
 
 
 
 მოვხრაკოთ ზეთში დაჭრილი ბოსტნეული.
 
 
 
 
 გავთალოთ და დავჭრათ პატარა კუბიკებად კარტოფილი.
 
 
 
 
 მოვხრაკოთ ბოსტნეულთან ერთად.
 
 
 
 
 როცა წვენს გამოუშვებს გავწუროთ ხელით. 
 
 
 
 
და მოვხრაკოთ ზეთიან ტაფაში.
 
 
 
 
 
მოხრაკულ ბოსტნეულს დავაყაროთ ცალკე შემწვარი ბადრიჯანი.
 
 
 
 
პამიდორს დავასხათ ცხელი წყალი, გავაჩეროთ 3 წუთი, გადაუწუროთ წყალი, გადავაძროთ კანი პამიდორს.
 
 
 
 
 
გავხეხოთ სახეხზე.
 
 
 
 
 
 
გახეხილი პამიდორი მოვასხათ მოხრაკულ ბოსტნეულს.
 
 
 
 
 მწვანილები დავჭრათ წვრილად, ნიორი დავაჭყლიტოთ. 
 
 
 
 
 მოვაყაროთ ზემოდან, მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
 
 
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!
 
იხილეთ რეცეპტის ვიდეო ვერსია ამ ბმულზე!
 
 

Сохранить


ავტორი: likuna
ნანახია: 104248-ჯერ



Loading...

Loading...