ინგრედიენტები
- კალაბაში / 500 / გრ
- პომიდორი / 1 / ცალი
- ხახვი / 1 / ცალი
- ნიორი / 5 / კბილი
- ბულგარული (წითელი) / 1 / ცალი
- ბულგარული(მწვანე) / 1 / ცალი
- სტაფილო / 1 / ცალი
- ქინძი, ოხრახუში, კამა / 30 / გრ
- მარილი, / პილპილი /
- ნაღები / 50 / მლ
ვიდეო
ნაბიჯი №2
ნაბიჯი №6
ნაბიჯი №7
კალაბაში - ბოთლისებრი გოგრა (Lagenaria siceraria) ფართოდ იწარმოება მსოფლიოს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. კალაბაშის მოშინაურება - მოყვანა აფრიკასა და ამერიკაში დაწყებულია 8000-9000 წლის წინ. არსებობს კალაბაშის საკვებად გამოყენებადი და გამოუყენებადი ჯიშები. კულინარიული მიზნებისთვის კალაბაში ფართოდ გამოიყენება აზიის, აფრიკის და ცენტრალურ ამერიკის ქვეყნების ტრადიციულ სამზარეულოებში. მსოფლიოს წამყვანი კულინარების აზრით კალაბაში კერძს ანიჭებს ეგრეთწოდებულ „რბილ არომატს“. კალაბაში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დაბალკალორიულ ბოსტნეულად, რის გამოც დიეტოლოგების მიერ რეკომენდირებულია წონის კონტროლის პროგრამებში. კაცობრიობამ საუკუნეების მანძილზე კულინარიული მიზნებისთვის სხვადასხვა არომატის და ფორმის კალაბაშის ჯიში გამოიყვანა. საქართველოში უცნობი ეგზოტიკური ხილის და ბოსტნეულის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში აზიაში და ინდოეთში პოპულარული კალაბაშის ჯიშების წარმოება დაიწყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ეგზოტიკური ხილისა და ბოსტნეულის კომპანია „ლოლაძეების ფერმა“-ში. „ლოლაძეების ფერმა“-ში ორგანული სასუქით წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი კალაბაში იყიდება ჰიპერმარკეტ აგროჰაბში.
ავტორი:
aks75
ნანახია: 11684-ჯერ
Loading...