ინგრედიენტები
- 10 კვერცხი
- 2 ჭიქა შაქარი (200 გრამიანი)
- 2 ჭიქა ფქვილი (200 გრამიანი)
- 1 პაკეტი ვარილი
ვიდეო
მომზადების პროცესი
გავაცალკეოთ კვერცხი გულისა და ცილასაგან
ავთქვიფოთ ცილა მიქსერით კარგად შეუჩერებლად ისე რომ გადმოვაბრუნოთ თასი და ბეზე არ უნდა ვარდებოდეს.

შემდეგ დაუმატოთ ნელ - ნელა შაქარი და მიქსერით კარგად ავთქვიფოთ,

შემდეგ კვერცხის გულები შევათქვიფოთ.

ასეთივე მოთოდით ნელ - ნელა ვამატებთ ფქვილსაც

ბოლოს ვანილი.

ცხიმ წასმულ და კალკა ჩაფენილ ყალიბში ჩავასხათ ცომი

და შევდგათ წინასწარ გაცხელებულ გაზქურაში გამოსაცხობად დაბალ გაზზე

დახლოებით ვაცხოთ 1 საათი, არ გადმოვხსნათ გაზქურა რომ ბისკვიტი არ ჩავარდეს

როცა გამოცხვება ამოვიღოთ ყალიბიდან მოვაცალოთ ძირიდან კალკის ქაღალდი დაველოდოთ რომ კარგად გაცივდეს დაახლოებით 7-8 საათის მერე შეგვიძლია შუაზე გავჭრათ, დავნამოთ, წაუსვათ კრემი და მოვრთოთ სურვილისამე ბისკვიტი.

გემრიელად მიირთვით!
ავტორი:
likuna
ნანახია: 197287-ჯერ
Loading...