მაღლა


ინგრედიენტები

  • 6 კვერცხი
  • 2 ქილა მაწონი
  • 3 ჭიქა შაქარი
  • 2 ჩ.კ. სოდა ძმრით
  • 100 გრ. კაკაო
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1 პ. ვანილი

 

მასალა კრემისთვის:

500მლ. რძე

1 ქილა  შესქელებილი რძე 

150-200 გრ. კარაქი

1,5 ჭიქა შაქარი

1 ჭიქა ფქვილი

1 ვანილი

 

 

მომზადების პროცესი

 

თასში ჩავახალოთ 6 კვერცხი.

 

 
 
ჩავყაროთ შაქარი.
 
 
 
 
ავთქვიფოთ ხელსათქვეფით.
 
 
 
 
ჩავასხათ მაწონი, ვანილი, სოდა - ძმრით.
 
 
 
 
ცალკე თასში ჩავყაროთ ფქვილი და კაკაო. 
 
 
 
 
აურიოთ კოვზით კარგად.
 
 
 
 
შერეულ  ფქვილს და კაკაოს დავასხათ კვერცხის და მაწვნის ნაერთი.
 
 
 
 
მივიღებთ სქელი სმეტანის სისქის ცომს.(თუ ცომი ცოტა თხელია დავამატოთ ფქვილი ). 
 
 
 
 
 
ფირფიტები მრგვალ ტაფაში გამოვაცხე. 3 ჩამჩა  1 ბისკვიტს ყოფნის (სულ 5-6 ცალი  ბისკვიტი უნდა გამოვიდეს).
 
 
 
 
 
გამოვაცხოთ გაზქურაში 170% ზე.
 
 
 
 
 
კრემის მომზადება:
 
 
 
 
ცალ -ცალკე თასში ავთქვიფოთ მოხარშული ფაფა და კარაქი.
 
ფაფის მომზადება :

ნახევარ ლიტრა  რძეს (ან წყალში გახსნილი შესქელებულ რძეს ) დაუმატოთ 1,5 ჭ. შაქარი  და 1ჭ. ფქვილი აურიოთ დვდგათ გაზზე და მივიყვანოთ ფაფის კონსისტენციამდე.
 
 
 
 
 
ათქვეფილ კარაქს ცოტ- ცოტა ვამატოთ მოხარშული ფაფა და ვთქვიფოთ მიქსერით. 
 
 
 
 
დაუმატოთ ვანილი და 4 ს.კ. შესქელებული რძე.
 
 
 
 
გამზადებული კრემი წაუსვათ ბისკვიტს.
 
 
 
 
ასე გავიმეოროთ ხუთივეზე.
 
 
 
 
გვერდებიც კრემით დაუგფაროთ.
 
 
 
 
ერთი ბისკვიტი დაფშხვნათ წვრილად.
 
 
 
 
 
და მოვაყაროთ ნამცხვარს ზემოდან და გარშემო.
 
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!
 
 

ავტორი: rima
ნანახია: 68603-ჯერ



Loading...

Loading...